ვინ არის დავით ნარმანიას "ოდეერი", რომელიც დახვრეტის იმიტაციას აწყობდა"?
ვინ არის დავით ნარმანიას "ოდეერი", რომელიც დახვრეტის იმიტაციას აწყობდა"-ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას "ექსკლუზივნიუსი", სადაც აღნიშნულია, რომ ვახტანგ მაიასაის განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომელი ზვიად ღონიაშვილი კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი ოპერატიული მუშაკია, რომელსაც გახმაურებულ საქმეებთან ჰქონდა შეხება. "ასავალ დასავალისთვის" მიცემულ ინეტრვიუში მაისაია აცხადებს, რომ ღონიაშვილმა მას "დახვრეტის იმიტაცია" მოუწყო. მაისაია ამბობს, რომ ეს პიროვნება ნარმანიას ოდეერად ჩაუსვეს.
"დახვრეტის იმიტაცია მოიწყო პირადად ზვიად ღონიაშვილმა, რომელიც დავით ნარმანიას "ოდეერად" ჩაუსვეს და მინდა მივმართო ბატონ დავითს, თქვენს გვერდით ჯალათი მუშაობს და მიხედეთ"! განაცხადა მაიასაიამ გაზეთთან საუბარში.