ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ლევან ჩაჩუა: სათქმელი მეც ძალიან ბევრი მაქვს

ლევან ჩაჩუა: სათქმელი მეც ძალიან ბევრი მაქვს

სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე  პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა, სადაც დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე, ბრალდებულმა ჩაჩუამ  განცხადება გააკეთა და მედიის წარმომადგენლებს  პროცესის დასრულებამდე დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება ურჩია.


,, ბოლო კვირის განმავლობაში, არა ერთი ტელევიზიის მეშვეობით მომზადდა მასალები, სადაც გამოყენებული იყო ისეთი ადამიანების კომენტარები, რომლებსაც საქმესთან შეხება არ აქვთ და ინფორმირებულები არ არიან. მსგავსი ტიპის განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს სასამართლოს მიმდინარეობას. სწორედ ამ მოტივით ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ჟურნალისტისთვის კომენტარი არ გამიკეთებია. სათქმელი მეც ძალიან ბევრი მაქვს და ყველაფერს მას შემდეგ ვიტყვი, რაც სასამართლო პროცესები დასრულდება. ორი სამი პროცესი, მაქსიმუმ ერთი თვეა დარჩენილი საქმის განხილვის დასრულებამდე და ვთხოვ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: