მიშა გომიაშვილი: რაც დღეს ხდება...ასეთი უვიცობა, ამბიცია, უზნეობა, პოლიტიკური იმპოტენცია..

მიშა გომიაშვილი: რაც დღეს ხდება...ასეთი უვიცობა, ამბიცია, უზნეობა, პოლიტიკური იმპოტენცია..

მსახიობი, მიშა გომიაშვილი ფეისბუქ-სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ სრულად გთავაზობთ:

ან დაგვპატიჟეთ ან დაგვაძინეთ...

ყველამ კარგად ვიცოდით რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თამაშში მარტო ბინძური ხალხი მონაწილეობს...აი ახლა, როცა ამ წერილს ვწერ ტელევიზიით დათა თუთაშხიას ვუცქერ...და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ასე არ არის...ამ თამაშში ნებსით თუ უნებლიედ სულით სუფთა ადამიანებიც ერთვებიან, იმ სურვილით, რომ შეცვალონ რაღაც, სიკეთისკენ წაიყვანონ ქვეყნის და ერის ბედი... ასეთები არ არიან ცოტა, მაგრამ არ ჩანან.... რამე თუ უფრო მეტია მოწინააღმდეგენი სიკეთის, აფეთქებულები თავის კეთილდღეობის სურვილით, რომლებისთვისაც ქვეყანა კონსერვის ქარხანაა მხოლოდ და მეტი არაფერი..."თუ მოაქვს მოგება კარგია თუ არა და გავყიდოთ"...ასე მაფიქრალები სამწუხაროდ ბევრია დღეს და ამაშია ჩვენი უბედურება. ნუ ვეძებთ გარე მტერს, მგონი ყველაზე დიდი მტერი ჩვენშია..ჩვენს თავში....აქ ვეძეიოთ ჩვენი მტერი, ჩვენს გულში და ჩვენ სულში, და იქნებ მოვახერხოთ იქვე მოვერიოთ ამ ყველაფერს,. რამხელა სიბრძნე დევს ამ ნაწარმოებში "დათა თუთაშხია"-ს ვგულისხმობ...( ეჭვი მეპარება რომ ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას წაკითხული ჰქონდეს ეს რომანი, მგონი ფილმიც არ უნახავთ)

 

რაც დღეს ხდება...ასეთი უვიცობა, ამბიცია, უზნეობა, პოლიტიკური იმპოტენცია...გვენგრევა თავზე ყველაფერი, თუ უკვე არ დაგვენგრა...

ბატონო ბიძანა არ გეცოდებათ ქართველი ხალხი? საქართველო? თქვენ ხომ ის კაცი ხართ რომელმაც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის სასწორზე დადეთ თქვენი და თქვენი ოჯახის ბედი...რატომ გადაგვაგდეთ?...რატომ ჩაუგდეთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების ბედი ვიღაც უვიცებს...თქვენ არა ერთხელ ბრძანეთ რომ გლეხი კაცის ოჯახიდან ხართ, გლეხისა რომელიც მიწაზე შრომობდა, განა არ გასწავლათ მამათქვენმა,რომ სანამ ახალ, კეთილ თესლს ჩარგავთ მიწაში სარეველა უნდა მოაცილოთ...ამოძირკვოთ...თუ არა და ეს სარეველა მოერევა და გაანადგურებს ყველაფერს ახალს, კეთილს. სხვა შემთხვევაში ყველა ქმედება ფუჭია...მახსოვს თქვენ ბრძანეთ "რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს"...დღეს არ არის ეს "უბედურება?..მეტი რაღა უნდა მოხდეს?...რაღას ელოდებით???.-წერს გომიაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: