ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" ორგანიზებით ლონდონში შეხვედრა-დიალოგი შედგა

ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" ორგანიზებით ლონდონში შეხვედრა-დიალოგი შედგა

ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" ორგანიზებით, 24-27 თებერვალს, ლონდონში შეხვედრა-დიალოგი შედგა, რომელიც, ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსა და სამშვიდობო პროცესს მიეძღვნა.

შეხვედრაზე შეიქმნა ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები და გაეანალიზებინათ ის შესაძლებლობები და დაბრკოლებები, რაც სამშვიდობო პროცესში არსებობს.


შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, გამოეკვეთათ თავიანთი საზოგადოებების ინტერესები და პოზიციები, აგრეთვე, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ წარმოედგინათ თავიანთი ხედვები.


მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინფორმაციის გაცვლისთვის სადისკუსიო მოედნების მნიშვნელობას, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს ურთიერთგაგება მხარეებს შორის. მონაწილეები მიესალმებიან არაფორმალური და არაოფიციალური დიალოგის არსებულ შესაძლებლობას და აღნიშნეს, რომ აუცილებელი არაა, ამ ტიპის შეხვედრები გადაწყვეტილების მიღებაზე იყოს ორიენტირებული.


აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დაურ არშბა, მანანა გურგულია, ბათალ ტაბაღუა და ინალ ხაშიგი. ქართული მხრიდან – უმრავლესობის წევრი დეპუტატი გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აგრეთვე გიორგი ქაჯაია, მიხეილ მირზიაშვილი, ქეთევან ჭუმბაძე და მარინა ელბაქიძე.


როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, "შეხვედრაზე ყველა მონაწილე წარმოადგენდა მხოლოდ საკუთარ თავს". შეხვედრა მიმდინარეობდა Chathamჩ House-ის წესებით.


შეხვედრა-დიალოგი ორგანიზებული იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" (ლონდონი) მიერ, რომელსაც კავკასიაში მუშაობის ორი ათწლეულის გამოცდილება აქვს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: