ზურაბ აბაშიძე: პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმება შედგება
მნიშვნელოვანია ის,რომ საქარველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოხსენება დებატების ფონზე უნდა იყოს, განცხადება ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტის მოხსენება უნდა იყოს დებატების ფონზე, ამ შემთხვევაში, როდესაც ის გააკეთებს მოხსენებას, ამას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური ძალების მიერ თავიანთი პოზიციების დემონსტრირება, რაც აუცილებელია და საჭიროა და მე მგონია, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება უმრავლესობასთან",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა მიმდინარე კვირაში იგეგმება. დეპუტატები გადაწყვეტილებას, გაიმართება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები, ბიუროს სხდომაზე მიიღებენ.