ირმა ნადირაშვილი: "ხელისუფლება კრიმინალურ ბანდიტურ დაჯგუფებებს ქმნის"

ირმა ნადირაშვილი: "ხელისუფლება კრიმინალურ ბანდიტურ დაჯგუფებებს ქმნის"

რთიან ნაციონალურ მოძრაობაში გუშინ აჭარასა და სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან. პარტიაში დღეს იმ ადამიანების სია გაასაჯაროვეს, რომლებიც, მათი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევასა და მათ ცალკეულ წევრებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

 

ამის შესახებ პარტიის ოფისში სპეციალურ პრესკონფერენციაზე ირმა ნადირაშვილმა ილაპარაკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიზებულობასაც გაუსვა ხაზი. დეპუტატმა ძალოვანები მიზანმიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა და მთავარი პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

 

"ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ ქმნის კრიმინალურ ბანდიტურ დაჯგუფებებს და სათავეში უდგას ყველაფერს, რაც ხდება თბილისის ქუჩებში და მთელს საქართველოში. გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლები, ზოგადად საჯარო მოხელეები, რომლებიც ასევე ექვემდებარებიან ხელისუფლების ბრძანებას და სწორედ მათი დაკვეთით ახდენენ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმას და ზეწოლას," - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: