ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით უსუფაშვილი: ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!

დავით უსუფაშვილი: ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა "მაესრტოს" ეთერში განაცხადა, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის მსგავსი ფაქტები საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.

 

უსუფაშვილი განმარტავს, რომ  ოპონენტის მისამართით ხელის შეშლა კონტრპროდუქტიულია.

"აქ რამდენიმე ცუდი ამბავი მოხდა ამ დღეებში. შეხლა-შემოხლით ქუჩაში, თუ ვინმე ცდილობს სიკეთის მიღწევას, მინდა ყველას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ  შევახსენო, რომ ეს არის კონტრპროდუქტიული.  თუ ვინმე ცდილობს, რომ ამგვარი გზებით და მეთოდებით შეუშალონ ხელი "ნაციონალური მოძრაობის" აქციებს,  ჩათვალოს, რომ ის არის ყველაზე უკეთესი  ხელშემწყობი სწორედ ამგვარი მოქმედებებით. ძალადობა, ცემა და მსგავსი უბედურება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენ უკან დაგვრჩება ყველა კარზე კაკუნი, ნატო-ზეც ევროპაზეც და ყველგან. ნატო-შიც და ევროპაშიც გველიან ცივილიზებულ სახელმწიფო  და იქ გველიან ყველას ერთად. ნატო-ში არ ელოდნენ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობა" და ეს იყო მათი შეცდომა, ევროკავშირში არ ელოდებიან მხოლოდ "ქართულ ოცნებას.  ჩვენ გველიან იქ ყველას, მთელ საზადოებას, ჩვენს კარგსაც და ცუდსაც. უნდა დავინახოთ, რომ ამდგავრი მოვლენები ჩვენ გვაშორებს ჩვენს სანუკვარს მიზანს საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა უსუფაშვილმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  ზუგდიდში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: