ირმა ცქიტიშვილი - "საწოლი გვჭირდებოდა პირველი პირისთვის, რომელიც ხშირად დილის 4 საათამდე მუშაობს"

ირმა ცქიტიშვილი - "საწოლი გვჭირდებოდა პირველი პირისთვის, რომელიც ხშირად დილის 4 საათამდე მუშაობს"

პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეძენილი რბილი ავეჯის თემას ეხმაურება და განმარტავს, რომ ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

 

ირმა ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებები იტალიურ კომპანიებთან მართლაც გაფორმდა დეკემბრის თვეში, თუმცა ავეჯი არა თავად ღარიბაშვილისთვის, არამედ ადმინისტრაციაში სამუშაო სივრცის მოსაწყობად შეიძინეს, სადაც უნდა მიიღონ მაღალი რანგის სტუმრები. 

 

მისივე თქმით, ნადირაშვილმა არასწორად დაასახელა ფასები და კომპლექტის ღირებულება საცალო ფასად გამოაცხადა.

 

"ეს ინფორმაცია ჩვენ მიერ არ იყო გაცემული. შესაბამისად, არ იყო საჯარო ინფორმაცია და ამიტომ იყო უზუსტობები. ბატუტიანი საწოლი არ გვიყიდია, ვიყიდეთ ჩვეულებრივი საწოლი 2 200 ლარად. ის გვჭირდებოდა პირველი პირისთვის, რომელსაც ხშირად უწევს დილის 4 საათამდე მუშაობა," - განმარტა ცქიტიშვილმა და აქვე წარმოადგინა მათ მიერ მოპოვებული მასალა ათონელის რეზიდენციისთვის წინა მთავრობის მიერ შეძენილი ავეჯის შესახებ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: