ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ლაშა ჩხარტიშვილი:-„ხელისუფლებამ ცხრა წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმი არ უნდა დაივიწყოს“

ლაშა ჩხარტიშვილი:-„ხელისუფლებამ ცხრა წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმი არ უნდა დაივიწყოს“

"პრაიმ_ტაიმის" პრესკლუბში "დემოკრატიული ინსტიტუტის საინიციატივო ჯგფის წარმომადგენელმა" ლაშა ჩხარტიშვილმა 21_მარტის აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

"21_მარტის  აქციაში მონაწილეობა არის დანაშაული და სირცხვილი, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ხელისუფლების მხრიდან სრულფასოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაკეთებულია ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რაც მათ პოლიტიკურ ნაკლოვანებაზე მეტყველებს.  საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ ის დანაშაულებები რომელიც ჩადენილი იქნა ცხრა წლის განმავლობაში"-აცხადებს ჩხარტიშვილი.

 

ჩხარტიშვილის განცხადებით,  სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვისა და განვითარებისთვის აუცილებელია, სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში. არ შეიძლება დავიწყებული იქნას მძიმე დანაშაულებები.

 

" გუშინ რუსთაველის გამზირზე, გამოვფინეთ მცირე ექსპოზიიციის ნაწილი, რომელზეც ასახულია ფოტო მასალა, ცხრაწლიანი დანაშაულებრივი რეჟიმისა  რომელი ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა:  ეს არის ადამიანების მკვლელობები_  ქუჩაში პოლიციიელების მხრიდან , ციხის  კადრები, აქციეების უკანონო დარბევა და  სხვა.  რომ არ იყოს დავიწყებული, მათ შორის ნაცინალური მოძრაობის დანაშაულებები, უახლოვეს თვეებში ვგეგმავთ რეპრეესიების მსხვერპლთა მუზეუმი გავაკეთოთ.  სადაც იქნება გამოფენილი ამ ექსპოზიციაზე გაცილებით მაშტაბური  ვიზუალური და ფოტო მასალები . რომელიც  დიდ როლს შეასრულებს, საზოგადოებისა და  ხელისუფლების აქტიურობაში. საქართველოში სამართლიანობამ უნდა იზეიმოს,   დამნაშავეები უნდა იყვნენ დასჯილნი.  დაუსჯელი დანაშაული შობს ახალ დანაშაულს"-განაცხადა ჩხარტიშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: