ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მიროტაძის ძმის ცოლი, ხუნდაძის შვილი, ტრიპოლსკის სიძე და ტყემალაძის ძმის შვილიშვილი - მარეგულირებელი კომისიის უკონკურსოდ შერჩეული თანამშრომლები

მიროტაძის ძმის ცოლი, ხუნდაძის შვილი, ტრიპოლსკის სიძე და ტყემალაძის ძმის შვილიშვილი - მარეგულირებელი კომისიის უკონკურსოდ შერჩეული თანამშრომლები

უკონკურსოდ შერჩეული კადრები ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი მთავრი აქცენტი სწორედ ამ უწყებაში თანამშრომელთა დანიშვნის წესს ეხება.

 

მათ მიერ გასაჯაროვებული მონაცემების მიხედვით, მარეგულირებელ კომისიაში სხვადასხვა პოზიციებზე დეპუტატ ანი მიროტაძის ძმის ცოლი, ირაკლი ტრიპოლსკის სიძე, ასევე, დიმიტრი ხუნდაძის შვილი და ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი მუშაობენ.

 

კვლევის თანახმად, არცერთ მათგანს წინასწარი კონკურსი გავლილი არ აქვს.

 

საკუთარი შვილის კვალიფიკაციის დასადასტურებლად, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს მისი სივი წარმოადგინა. ძმის შვილიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტებას ზურაბ ტყემალაძეც აკეთებს. ირინა ტყემალაძე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მუშაობს. ის შტატგარეშე თანამშრომელია. შტატგარეშე თანამშრომლებად მუშაობენ მარეგულირებელ კომისიაში ანი მიროტაძის და ირაკლი ტრიპოლსკის ოჯახის წევრები.

 

მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა არც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. 

წყარო: „რუსთავი2“

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: