ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გოკა გაბაშვილი: „მთავრობას სხვა მმართველი ჰყავს არ ვიცი, სად არის ახლა, გრიგოლეთში, ჭორვილაში თუ სოლოლაკში“?

გოკა გაბაშვილი: „მთავრობას სხვა მმართველი ჰყავს არ ვიცი, სად არის ახლა, გრიგოლეთში, ჭორვილაში თუ სოლოლაკში“?

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი, მთავრობას პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობის გამო საყვედურობს და აცხადებს, რომ "დღეს არამხოლოდ პარლამენტის დარბაზში არ იმყოფება მთავრობა, არამედ დღეს ქვეყანას არ ჰყავს ის".

 

"დღეს ქვეყანას ჰყავს რამდენიმე შემსრულებელი ადამიანი ერთი კაცის ნებისა, რომელიც რასაც იტყვის და როგორც იტყვის, ისე იქნება. ის ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, ძალიან კარგად მახსოვს, თქვენ დაგყვებოდათ საარჩევნო კამპანიის დროს და ერთ-ერთ წინასაარჩევნო პროცესის ამაღელვებელ მომენტში კალამიც კი გაჩუქათ. მაგრამ ეს კალამი გახდა სწორედ წყევლა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა. ეს ნდობა თქვენ მას არ გაუმართლეთ და სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს ეს სკამები არის დარბაზში ცარიელი. მთავრობის მხრიდან კი ისმის ცინიკური კომენტარები, რომ მინისტრებს საქმე აქვთ და არ სცალიათ პარლამენტში მისასვლელად," - განაცხადა გოკა გაბაშვილმა. 

 

გაბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანას პრეზიდენტი ვერ მართავს. 

 

"მთავრობას სულ სხვა მმართველი ჰყავს. ის არის მმართველი. არ ვიცი, სად არის ახლა, გრიგოლეთში, ჭორვილაში თუ სოლოლაკში, მაგრამ თქვენ არა ხართ რეალურად განმსაზღვრელი პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისა," - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: