ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

IRI-მ პოლიტიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა

IRI-მ პოლიტიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის,  IRI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს აქვს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით,  IRI-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევის ოფიციალურ მონაცემებს დაემატა პერსონალური რეიტინგები, რომელიც სხვა კითხვარებთან ერთად თავდაპირველად არ განსაჯაროებულა.

კვლევის შედეგების თანახმად, მოწონების რეიტინგში დავით სერგეენკო ლიდერობს, რომელიც გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, 5%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ჯანდაცვის მინისტრს რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი მოსდევს, რომელსაც ასევე 62%-ს მოსწონს, თუმცა დადებით და უარყოფით მაჩვენებლებს შორის მას უფრო ცუდი ბალანსი აქვს, ვიდრე დავით სერგეენკოს. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი არ მოსწონს 30%-ს, 1%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 57%-ს მოსწონს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, არ მოსწონს 34%-ს. ასევე, 57%-იანი მოწონების მაჩვენებელი აქვს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რომელიც 36%-ს არ მოსწონს. ხუთეულის ბოლო წევრია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამოკითხულთა 56%-ს მოსწონს, ხოლო 39%-ს კი არა.

სხვა პოლიტიკოსების რეიტინგები კი შემდეგნაირად გამოიყურება: თეა წულუკიანი მოსწონს გამოკითხულთა 51%-ს, არ მოსწონს 41%-ს; კახა კალაძე 48%-ს მოსწონს, 44%-ს -  არა; გამოკითხულთა 47%-ს მოსწონს დავით ბაქრაძე, ხოლო 45%-ისთვის ის მოსაწონი არ არის.
ყველა სხვა პოლიტიკოსს, რომლის რეიტინგიც IRI-მ გაზომა, მოწონებისა და არმოწონების მაჩვენებლებს შორის უარყოფითი ბალანსი აქვს. მათ შორის, თბილისის მერი დავით ნარმანია არ მოსწონს გამოკითხულთა 46%-ს და მოსწონს – 40%-ს. ყველაზე მაღალი არმოწონების მაჩვენებელი (70%) "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს აქვს. მოწონების და არ მოწონების მაჩვენებლებს შორის ბალანსის შედეგად, ბურჯანაძეზე ცუდი შედეგები აქვთ ალექსი პეტრიაშვილს (21%-ს – მოსწონს, 48%-ს – არა), ზურაბ ჯაფარიძეს (16%-ს მოსწონს, 51%-ს – არა) და გუბაზ სანიკიძეს (15%-ს მოსწონს, 65%-ს – არა).

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: