დავით სერგეენკო:მთავარია, რომ საქართველოს მოქალქეებმა ხარისხიანი ჯანდაცვა მიიღონ!
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კონტრაქტი, რომელიც 300 ათასი ევრო ჯდება, გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის გადასვლას სადაზღვევო სისტემაზე.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ახლა მთავარი ჯანდაცვის ხარისხის დახვეწაა.
"ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არის ერთ-ერთი პუნქტი იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელოს ის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პლატფორმაზე იყო ასახული. პირველი ნაბიჯი შესრულებულია -გადასვლა საყოველთაო ჯანდაცვაზე. ამით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სისტემის რაოდენობრივი მახასიათებლები და მეტმა ადამიანმა შეძლო მიეღო სამედიცინო დახმარება. შემდეგი ეტაპის ამოცანაა ხარისხის სისტემაზე მუშაობა. რაც შეეხება ჯანდაცვის დაზღვევაზე გადასვლას, ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა გაჟღერებული, რომ შეიქმნებოდა სხელმწიფო სადაზღვევო ფონდი. თუმცა ეს არის მრავალპუნქტიანი და მრავალფაქტორიანი პროექტი, რომლის ამოცანაც არის ის, რომ მოსახლეობამ, ხელმისაწვდომობასთან ერთად მიიღოს მაღალხარისხიანი მომსახურეობაც. ჯანდაცვის სისტემა მუშაობდა ე.წ. მესამე პირის ადმინისტრირების პრინციპით და სახელმწიფოს თანხებს განკარგავდნენ მესამე პირები. ამ შემთხვევაში ესენი იყვნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები.
ამოცანა და სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ მთლიანი თანხის განკარგვა მომხდარიყო უფრო ხარჯეფექტურად სახელმწიფოს მიერ და ეს განხორციელდა კიდევაც. შემდგომ იქნება ის, რაც წინასაარჩევნო პლატფორმაში იყო მინიშნებული. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურ თანხვედრაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2010 წლის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის რეკომენდაციებში. შემდეგი ეტაპი დიდი ალბათობით იქნება სწორედ იმ სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც განკარგავს ამ თანხას, თუმცა ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის აუცილებელი მოცემულობა. აუცილებელი მოცემულობა არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებმა მიიღონ ხარისხიანი და მიწვდომადი ჯანდაცვა. წინასაარჩევნო პლატფორმა მოიაზრებდა იმას, რომ შექმნილიყო სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი. მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები მიგვითითებს, რომ პირველ ეტაპზე შეიქმნას სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი, ამის შემდეგ, როცა სახელმწიფო შექმნის ხარისხის კონტროლისა და ფასწარმოქმნის ერთიან სისტემებს და ასპარეზზე ისევ გამოვლენ კერძო ადმინისტრატორები (კერძო სადაზღვევო კომპანიები) . ამისთვის სხვადახვა ქვეყანას სხვადასხვა დრო სჭირდება. ბალტიისპრა ქვეყნებისთვის ეს ვადა 7 წელი იყო. ჩვენ დაგვჭირდება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი რეალობისთვის. კონტრაქტის ღირებულება 300 ათასი ევრო ღირს."- განაცხადა სერგეენკომ.