რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი?!
ყოფილი პრემიერი მთავრობის 1/3-ის მეორედ შეცვლას ჯანსაღ პროცესად აფასებს.
მან ცალკეული მინისტრების შესახებაც ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, ლევან ყიფიანთან მიმართებაში არსებული დაპირპისრების მოგვარება თავადაც სცადა.
"მე პირადად ძალიან მესიმპათიურება და დიდ პატივს ვცემ ყიფიანს. ძალიანაც განვიცადე და მქონდა მცდელობა მათი შერიგების. არ მოხერხდა და პრემიერმა და თვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ივანიშვილისთვის გაუგებარია რატომ გაჩნდა კითხვები შავლიაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყოფილმა მინისტრმა გასაგებად განმარტა გადადგომის მიზეზი - ჯანმრთელობის პრობლემა.
"ინსინუაციები არ ჭირდება ამას, როდესაც პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ 107 პროცენტით გეგმა შეასრულა და წარმატებული მინისტრი იყო. ისეთი მინისტრი დაინიშნა დღეს, ჯავახიშვილი გამორჩეულია მთელი გუნდიდან", - აცხადებს ივანიშვილი.
ყოფილი პრემეირი ხოკრიშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთივს ის ყველაზე სიმპატიური მინისტრი იყო.