ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სოროსი ახალ მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს

სოროსი ახალ მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს

ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი  ახალი მსოფლიო ომის დაწყების რეალურ შესაძლებლობაზე საუბრობს, რაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებულ კონფლიქტს ბოლოს მოუღებს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ინტერნეტრესურს Market Watch-ზე დაყრდნობით ავრცელებს.


სოროსის აზრით, ამგვარი სცენარი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავის ეკონომიკას, ექსპორტის ნაცვლად, შიდა საჭიროებებს მოარგებს. აი, მაშინ ჩინეთის მთავრობას  ხელისუფლების შესანაჩუნებლად საგარეო კონფლიქტი დასჭირდება.


 „თუ ერთმანეთს შეეჯახებიან ჩინეთი და აშშ-ის ისეთი სამხედრო მოკავშირე, როგორიც იაპონიაა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ყველანი მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე აღმოვჩნდებით“, აცხადებს ჯორჯ სოროსი და დასძენს, რომ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად აშშ ჩინეთთან „დიდ დათმობაზე“ უნდა წავიდეს და იუანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სავალუტო კალათში უნდა ჩართოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში პეკინი მოსკოვს დაუახლოვდება, რაც ძალიან არასასიამოვნო ალტერნატივაა. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ჩინური ვალუტა დოლარს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს“.

მილიარდერი აღნიშნავს, რომ, სანაცვლოდ, ჩინეთმა ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნასთან დაკავშირებულ საკითხებში უნდა დათმოს. მისი თქმით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია, თუმცა, ალტერნატივა ძალიან სახიფათო და არასასურველია: ჩინეთი რუსეთს პოლიტიკური და სამხედრო კავშირით შეეკვრება და ახალი მსოფლიო ომის საფრთხე მართლაც რეალური გახდება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: