მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ჰომოფობი! ...ანუ, პედერასტებს ვერ ვიტან!
ჩინეთში ერთ მილიონზე მეტი გეი და ლესბოსელია, რომელთა უფლებებს არა მარტო იცავს ამ ქვეყნის ხელისუფლება, საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს კიდეც. ჰომოსექსუალიზმის წახალისება ჩინეთს სჭირდება. აქ ორზე მეტი ბავშვის ყოლა და საერთოდ, გამრავლება კატასტროფის ტოლფასია!
ჩინეთის ხელისუფლებამ არ იცის რითი ან როგორ გამოკვებოს ამდენი ხალხი, როგორ დაასაქმოს, როგორ, რანაირად, დააკმაყოფილოს ბინებით.
იგივე პრობლემა აქვს ინდოეთსაც! მოსახლეობის რაოდენობამ აქაც თითქმის ორ მილიარდს მიაღწია. ინდოეთშიც ეკრძალებათ წყვილებს ორი, ან მეტი შვილის ყოლა.
ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ოთხმოცდაათიანი წლების შუა პერიოდამდე ბრაზილიაში პროპაგანდას უწევდნენ და ყველა ფორმებით ხელს უწყობდნენ მრავალშვილიანობას. მაგრამ მოხდა ისე, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ბრაზილიის მოქალაქეთა რაოდენობა მათი გამოკვების, სოციალური უზრუნველყოფის რესურსებს იმდენად აღემატებოდა, რომ ხელისუფლებამ შობადობის შეჩერების გზების პოვნა დაიწყო, მაგრამ ბრაზილიაში კატეგორიულად ეჯავრებათ გეები და ლესბოსელები!
ამით იმის თქმა მინდა, რომ მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის გამრავლება კატასტროფაა, ამავე დროს ისეთი ქვეყნებიც არსებობს, სადაც პირიქით, „ხალხის“ ნაკლებობას განიცდიან, მაგალითად კანადაში, ავსტრალიაში... და კიდევ საქართველოში!
მძიმე სოციალურმა პირობებმა, ომებმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ , მიგრაციამ, მკვეთრად შეამცირა საქართველოში მოქალაქეთა რაოდენობა, ამიტომ აქ, ჩვენთან „გეიკულტურის“ და თანაბარსქესიანთა წყვილების, მითუმეტეს მათი დაქორწინების პროპაგანდა ერის ღალატის ტოლფასია!
გარდა ამისა, მართლმადიდებელური ქვეყნის ტრადიციები არაფრით და ვერაფრით შეეგუება გეებისა და ლესბოსელების მომრავლებას!
მთელ მსოფლიოს პრობლემაა დღეს პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდა. დედამიწაზე ადამიანთა რაოდენონამ 7 მილიარდს მიაღწია.მეცნიერთა ვარაუდით 2050 წლისათვის ხალხის რაოდენობა 10 მილიარდს მიუახლოვდება, ეს მაშინ, როცა აშკარად იწურება ყველა რესურსი. ამდენ ადამიანს დედამიწა ვერ გამოკვებავს, ვერ უზრუნველყოფს ენერგომატარებლებით და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი „ატრიბუტიკით“!
მე ვფიქრობ, გეიკულტურისა და თანაბარი სქესის ადამიანთა სექსუალური უფლებების ასეთი გააფთრებით დაცვის ერთერთი მთავარი მიზეზი სხვა ყველაფერთად ერთად, სწორედ შობადობის ხელოვნურად შეჩერებაა!
ამერიკას არ ადარდებს და არც ესმის ეროვნული მოტივები, ვინაიდან, ამერიკა არ განიხილება ეროვნული ნიშნით. ამერიკელობა ეროვნება არ არის - ამერიკელობა მოქალაქეობას ნიშნავს!
ახლა ნახეთ რა ხდება რუსეთში: გახსოვთ 60-იანი წლების რუსული პოპულარული სიმღერა , სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ „10 გოგოზე, სტატისტიკის მიხედვით 9 ბიჭი მოდის“? ...არადა სიმღერაშიც ცრუობდნენ კომუნისტები,10 ბიჭი 6 გოგოზე „მოდიოდა“!
რუსეთს ალკოჰოლიზმის პრობლემა აქვს და მოგეხსენებათ ალკოჰოლიზმით დაავადებულებში მკვეთრად აღინიშნება მამაკაცური ჰორმონის, ტესტეტერონის დეფიციტი, თუმცა, მარტო ეს არ უნდა იყო ამერიკაში დაკანონებული ერთსქესიანთა ქორწინების გამო პუტინის მკვეთრად განსხვავებული პოზიციის მიზეზი - რუსეთი მაინც მართლმადიდებელი ქვეყანაა...
თუმცა, ყველამ საკუთარ მამიდას მიხედოს, უპირველესად მე ჩემი განახევრებული ერის ბედი მაღელვებს, მინდა რომ ქართველები მოვმრავლდეთ, გავმრავლდეთ და როგორც ჩემი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი, ნოდარ დუმბაძე ამბობს რომანში „მე, ბებია, ილიკო დაილარიონი“ – „მთელი ქვეყანა ჩვენ ვიყოთ“! ამიტომაც, მე ვარ ქართველი, საქართველოს შვილი და არასოდეს შევეგუები ჩემ ქვეყანაში „ქალაბიჭებს“ და „ქალკაცებს“!
თამაზ ჭეიშვილი