მალხაზ სალაყაია: ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე ოფიციალურად წლის ბოლომდე გაიხსნება
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ პორტალ "კვირას" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოძიებისთვის ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, ხოლო საქმე ოფიციალურად წლის ბოლომდე გაიხსნება.
"ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და მისი დაკავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება მის წარმომავლობას, მას შეიძლება არ ჰქონდეს ქართული გვარი, მაგრამ კავშირში იყოს საქართველოს მოქალაქეებთან. გამოძიებას აქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ოფიციალურად გაცხადდება. საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე წლის ბოლომდე გაიხსნება",- აღნიშნა სალაყაიამ.