შალვა შავგულიძე: ასეთი განცხადებები სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას გულისხმობს

შალვა შავგულიძე: ასეთი განცხადებები სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას გულისხმობს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის კომენტარი შეაფასა. 

 

"ეს არის უკანონობა, არ შეიძლება მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრები ასეთ ზეწოლას ახდენდნენ სასამართლოზე, ისინ აქტიურად გამოხატავენ და მიუთითებენ სასამართლოს, რომ მათთვის სასურველია უგულავა იყოს დაპატიმრებული და გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი. ეს არის სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, რაც არის დაუშვებელი და პოლიტიკური სიბეცე, როგორი სურვილიც არ უნდა გქონდეს, როგორ შეიძლება ასე გამოხატო და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილების პრინციპი დააღვიო", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: