ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი პაპუაშვილი: არა თუ მერაბ ტურავას, ცხრავე მოსამართლეს დოკუმენტის გასაცნობად საკმარისი დრო ჰქონდა

გიორგი პაპუაშვილი: არა თუ მერაბ ტურავას, ცხრავე მოსამართლეს დოკუმენტის გასაცნობად  საკმარისი დრო  ჰქონდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტის გასაცნობად საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს საკმარისი დრო ჰქონდა. ამის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც მერაბ ტურავა აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო გაცნობოდა დოკუმენტს.

 

"არა თუ მერაბ ტურავას, ცხრავე მოსამართლეს ჰქონდა საკმაო დრო. ჩვენი პოზიციები დიდი ხნის წინ გვქონდა დაფიქსირებული და ვმუშაობდით. მერაბ ტურავას პოზიციებიც ბევრჯერ გვქონია მოსმენილი. საიდუმლო ინფორმაციას ვერ გავამხელ ვის რა პოზიციები ჰქონდა და როდის რა, მაგრამ ერთს გეტყვით, ჩვენ 8 სექტემბრის შემდეგ ნებისმიერ დროს შეგვეძლო გამოგვეცხადებინა, იმიტომ, რომ საბოლოო პოზიციებისთვის კენჭისყრა ჩატარდა 8 სექტემბერს. სწორედ ბატონ მერაბის თხოვნით გადავდეთ რამდენიმე დღით გამოცხადება", - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: