დავით უსუფაშვილი:სასამართლოში ადამიანები იმიტომ არ მიდიან, რომ იქიდან ყველანი ბედნიერები გამოვიდნენ

დავით უსუფაშვილი:სასამართლოში ადამიანები იმიტომ არ მიდიან, რომ იქიდან ყველანი ბედნიერები გამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადების კომენტირებისას, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას შეეხებოდა, განაცხადა, რომ უნდა შევეგუოთ, რომ ხშირად, ჩვენი გადაწყვეტილებები ყველას მიერ მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა.

 

"მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე, თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას. აქ რაიმე სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია, სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოს, მაგრამ მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს უფლებას, მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში თავისი მოსაზრება გამოხატონ. შევეგუოთ იმას, რომ ხშირად, ჩვენი გადაწყვეტილებები ყველას მიერ მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა. სასამართლოში ადამიანები იმიტომ არ მიდიან, რომ იქიდან ყველანი ბედნიერები გამოვიდნენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: