საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

 

"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმანეტი თხოვნით მიმართავს მედიასაშუალებებს და საინფორმაციო სააგენტოებს, ნუ შეუწყობენ ხელს გადაუმოწმებელი, შეთხზული ინფორმაციების გავრცელებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

 

რამდენიმე დღეა, გაურკვეველი საიტებით ვრცელდება სამი წლის წინანდელი განცხადება ტარიფების კლებასთან დაკავშირებით, რომელიც ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა 2012 წელს. მოვუწოდებთ ყველას, არქივიდან ამოღებული ინფორმაციები გავრცელდეს სათანადო ფორმით - მითითებული იყოს რიცხვი და განახლების (ციტირების) საბაბი. აგრეთვე, კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისათვის და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ან გადამოწმება შესაძლებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში", - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: