ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გაეროს სამშვიდობო მისიებში დამატებითი ძალები მიიღებენ მონაწილეობას

გაეროს სამშვიდობო მისიებში დამატებითი ძალები მიიღებენ მონაწილეობას

გაეროს სამშვიდობო მისიებში დამატებითი ძალები მიიღებენ მონაწილეობას. 40 ათასი მშვიდობისმყოფელი და პოლიციელი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან საერთაშორისო ორგანიზაციის ოპერაციებში ჩაერთვება. 

როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ინიციატივით გამართულ, გაეროს სამიტზე მშვიდობის დამყარებისთვის მიიღეს. ჩინეთმა დაადასტურა, რომ მისიებში მონაწილეობის მისაღებად 8 ათას პოლიციელს გაგზავნის, კოლუმბია კი 5 000 მშვიდობისმყოფელს გამოჰყოფს.

მშვიდობისმყოფელთა მომზადებაში გაეროს დახმარება ნატო-მ შესთავაზა. 

როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

განცხადების თანახმად, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს გაეროსთან თანამშრომლობის გაფართოებას სამშვიდობო საქმიანობის სფეროში.

სტოლტენბერგის თქმით, მშვიდობისმყოფელთა უშუალო მომზადების გარდა, ნატო მზად არის, ასწავლოს მათ, როგორ უნდა დაიცვან თავი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან.

გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის, გაეროსთან თანამშრომლობა თავდაცვით სფეროშიც გააფართოვოს.

თავის მხრივ, სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელები - მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია შეიარაღებულ კონფლიქტებში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კი აღნიშნა, რომ მშვიდობისმყოფელების გარეშე კრიზისული სიტუაციების მართვა შეუძლებელი იქნებოდა.

გაეროს მონაცემებით, ამჟამად სამშვიდობო ძალებში 125 000-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო პირი, მსოფლიოს 120 ქვეყნიდან მსახურობს. სამშვიდობო კონტინტენგის ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ს აშშ აფინანსებს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: