კახა კახიშვილი მოლდოვას იუსტიციის მინისტრს შეხვდა

კახა კახიშვილი მოლდოვას იუსტიციის მინისტრს შეხვდა

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ოფიციალური მიწვევით  კიშინიოვში იმყოფება.

 

ვიზიტის ფარგლებში კახა კახიშვილი მოლდოვას იუსტიციის მინისტრს ვლადიმირ ჩებოტარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.  ვლადიმირ ჩებოტარი პრობაციის სისტემაში დანერგილი სიახლეებითაც დაინტერესდა.

 

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმისა და გამოცდილების  უკეთ გაცნობის მიზით კახა კახიშვილმა მოლდოვას იუსტიციის მინისტრი  ოფიციალური ვიზიტით საქართველოში  დაპატიჟა.

 

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი  დაესწრო   პენიტენციური ინსტიტუტის დეპარტამენტში გამართულ  პრეზენტაციას  მოლდოვას პენიტენციური სისტემის შესახებ.  ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია,  რომელზეც პენიტენციური სისტემის რეფორმების სტრატეგია და მიღწევები განიხილეს. საუბარი შეეხო პენიტენციური რეფორმის კონცეფციასაც, მათ შორის საკანონმდებლო ასპექტებს, საუკეთესო პრაქტიკას, რეკომენდაციებსა და არსებულ გამოწვევებს.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  N 15  პენიტენციური დაწესებულებაც მოინახულა, რომელიც ქალაქ კრიკოვოში მდებარეობს.

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში 10 ოქტომბერს დასრულდება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: