ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირმა ინაშვილი: ვენდობი, თუ არ ვენდობი, სხვა საკითხია, მაგრამ...

ირმა ინაშვილი: ვენდობი, თუ არ ვენდობი, სხვა საკითხია, მაგრამ...

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის საპასუხო განცხადებას ავრცელებს. ინაშვილის თქმით, ხიდაშელის ბრალდება, რომ ინაშვილი ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, აბსურდია.

 

"ძალიან მეზარებოდა კომენტარის გაკეთება თავდაცვის მინისტრის აღგზნებულ განცხადებაზე... მაგრამ უპასუხოდ დატოვებაც არ ღირს. თანაც, დრო მაქვს. ანუ ჯარმა ინაშვილს მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ევროკავშირს ებრძვისო, არა?! ეტყობა, სახელისუფლებო კანდიდატმა აზერბაიჯანული მოსახლეობის ხმები იმ მარტივი მიზეზით მოიხვეჭა, რომ მთელი იორმუღანლო დღე და ღამე ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე ოცნებობს. როგორც მახსოვს, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები 5 წელია სასწრაფო დახმარების ერთ ცალ მანქანას ითხოვენ... და ეს მოლოდინი უსასრულოდ გრძელია.

P.S. ისე, ვენდობი, თუ არ ვენდობი, სხვა საკითხია, მაგრამ... რა ინფორმაციაც "უკრაინულმა ვიკილიქსმა" გაავრცელა ( ვგულისხმობ თინიკოს თხოვნას სააკაშვილისადმი,- აზერბაიჯანელების ხმებით დამეხმარეო), ზუსტად ამ სცენარმა შეისხა  ხორცი იორმუღანლოში.  მარნეულიც იქ იყო, ბაქოც და გიგლა აგულაშვილიც."- აცხადებს ინაშვილი. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: