ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რას ითხოვენ "რუსთავი 2"- ის ადვოკატები?

რას ითხოვენ "რუსთავი 2"- ის ადვოკატები?

ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ადვოკატები საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვენ. კერძოდ, საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

"რუსთავი 2"- ის ადვოკატები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადება ეწინააღმდეგება მისი წარმომადგენლების მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებებს. 

"ე.წ. საბალანსო ნაშთები, რომელიც ხელმოწერილი იყო რევაზ ბერიაშვილის მიერ და, რომელზეც მოსარჩელემ განაცხადა, რომ შედგენილი იყო 2006 წელს, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მას ეს დოკუმენტები კომპიუტერში ჰქონდა. ეს ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი 2006 წელს არ იქნა შედგენილი", - განაცხადა რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მოპასუხე მხარე პროცესზე კიდევ ერთი შუამდგომლობით წარსდგა. კერძოდ, "რუსათავი 2"- ის ადვოკატების შუამდგომლობა ეხება ზიანის უზრუნველყოფას. ადვოკატების თქმით, ისინი დამატებით აღრიცხვას აღარ ითხოვენ და მხოლოდ მილიონ ასი ათასი დოლარის ზიანის ანაზღაუურებას ითხოვენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: