თემურ ჯანაშიას კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ელოდებიან
ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უფროსს თემურ ჯანაშიას დღეს კონტრადაზვერვის დეპარტამენტში ელოდებიან. გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ჯანაშია 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ჯანაშია მის დაბარებას აბსურდულს უწოდებს, თუმცა, ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოში მისვლას გეგმავს.
"ჩემთვის ძალიან გასაოცარია, როდესაც მე, სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, მიბარებენ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებულ საქმეზე. ასეთი ფორმულირება აბსოლუტურად მიუღებელია. მსგავს საკითხზე ჩემი დაბარება, ვინც ამდენი ხანი ემსახურა ქვეყანას, სასაცილოა", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.