"ხალხის რჩეულის" ჯილდო პატრიარქს გადასცეს
საქართველოს კულტურის პალატამ სპეციალური ჯილდო "ხალხის რჩეული" დააწესა. საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად, პირველი საპატიო ჯილდო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია საპატრიარქოში გაიმართა. უწმინდესს "ხალხის რჩეულის" ჯილდო საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა პირადად გადასცა. პატრიარქმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველობა ურთულესი მოვალეობაა.