2015 წელს ექსპორტი - 23 პროცენტით, იმპორტი კი 10 პროცენტით შემცირდა

2015 წელს ექსპორტი - 23 პროცენტით, იმპორტი კი 10 პროცენტით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია;

 

მთლიანი მაჩვენებლიდან ექსპორტი 2204 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები).

 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: