ცხელი ამბავი

რამ გამოიწვია 112-ში 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირებ

რამ გამოიწვია 112-ში 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირებ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუშინ 112-ის სადისპეტჩერო სამსახურში გადატვისთულობის გამო, 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა.

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურში დიდი რაოდენობის მიმართვიანობა, გატარებული ღონისძიებების სისწორეზე მეტყველებს. მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემებით, თუ ბოლო 6 თვის მანძილზე თბილისში გამოძახებების რაოდენობა დღეში 2 000-ის ფარგლებში იყო, გუშინ 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 1200-მდე მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო იყო. 

 

"ადამიანები ცდილობდნენ დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და გადატვირთული იყო მთლიანი სადისპეტჩერო სამსახური, რომელიც 112-მა გააძლიერა, მიუხედავად ამისა, ეს მართლაც საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომი დაფიქსირდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია", - განაცხადა მინისტრმა.

 

მისი ინფორმაციით, გუშინ წინამძღვრიშვილისა და ქიაჩელის ქუჩებზე სამედიცინო ცენტრები24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და ოჯახების ექიმები გამოძახებებზე არ გასულან. დღეიდან კი ისინი გამოძახებებსაც შეასრულებენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: