განათლების სამინისტრო გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომლებიც სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით. იქნა შემუშავებული.

 

,,გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში; 

 

სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას; 

 

სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;

 

გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.

 

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სკოლას ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

 

"ამასთან, სკოლებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი.

 

20-21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატება 16%-ს. დასწრების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება 8 კალენდარული კვირის მანძილზე და გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს", - ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: