24-26 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს

24-26 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს

სინოპტიკოსები დღეს საქართველოში უამინდობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი თოვლი.

 

მათივე ცნობით, 24-26 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

 

დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსი. 26-27 იანვარს დაიკლებს ღამის მინიმალური ტემპერატურაც.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვარს თოვლიანი ამინდი მხოლოდ ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: