რას უკავშირებს გიორგი ქადაგიძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას?

რას უკავშირებს გიორგი ქადაგიძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას?

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის დასტაბილურებას უახლოეს მომავალში ვარაუდობს. 

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.

 

გიორგი ქადაგიძის განმარტებით, ლარის კურსის დასტაბილურების იმედს ის აძლევს, რომ სებ-ი ახორციელებს წერტილოვან ინტერვენციებს.

 

„ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ კურსის 2,4 კორდიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა. მოგეხსენებათ, ფულის მასის ზრდა ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის 0-თან ახლოს. შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ლარის კრსზე არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენს გვაქვს სრული საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსსი სტაბილიზაცია. აუცილებელია, აღინიშნოს: იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე არ გამოვრხციხავთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში მტავრობასთან შეთანხმებით მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ მონეტარული პოლიტიკის გამცარება არ გახლავთ უებარი რეცეპტი. გამკაცარებას აქვს სხვა უარყოფითი მხარე, მათ შორის ბრუნვების შემცირება, კერძო სექტორში აქტიობების შემცირება და შემცირებაეკონომიკური ზრდის“, აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.

 

მისივე განმარტებით, პრობლების მოგვარება დაკავშირებულია ინვესტიციის, ექსპორტის და ტურისტული ნაკადის ზრდასთან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: