ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რობერტ სტურუა: ვნატრობ, რუსთაველის თეატრში ჩემი დაბრუნების ბრძანებას ხელი არ მოაწერონ

რობერტ სტურუა: ვნატრობ, რუსთაველის თეატრში ჩემი დაბრუნების ბრძანებას ხელი არ მოაწერონ

,,ხანდახან ღამე გამომეღვიძება ხოლმე და ვფიქრობ, ნეტავ, „რუსთაველში“ ჩემი დაბრუნების ბრძანებას ხელი არ მოაწერონ". 

 

ასე ნახევრად ხუმრობით უპასუხა რობერტ სტურუამ ჟურნალისტებს, მისი რუსთაველის თეატრში დაბრუნების შესახებ დასმულ შეკითხვას.

 

რეჟისორის თქმით, იგი ძალიან ბევრს ფიქრობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მისი დაბრუნება თეატრში და ჯერ არ იცის, რომელი იქნება პირველი სპექტაკლი, რომელსაც მშობლიურ თეატრში დაბრუნების შემდეგ დადგამს. 

 

,,ეს იგივეა, რომ კაცი 5 წლით დაშორდეს ცოლს, ამ ცოლს ჰქონდეს რომანები და მერე შეურიგდეს. თუ დაბრუნდები ძალიან ახლებურად უნდა დაბრუნდე. მე 75 წლის ასაკში ვარ და არ ვიცი, ჯერ რა უნდა შევთავაზო ჩემს თეატრს და მაყურებელს. ძალიან რთულ ვითარებაში ვარ", - აცხადებს რეჟისორი. 

 

მისი თქმით, ადრეც ძალიან ბევრი უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო მისი რუსთაველის თეატრთან განშორება და აცხადებს, რომ ეს იდიალური წასვლა უნდა იყოს.

 

,,რუსთაველის თეატრიდან ჩემზე დიდი რეჟისორები გაუგდიათ, ერთიც დახვრიტეს, მე ხელისუფლებამ გამაგდო. თუ ამ ტრადიციას გავითვალისწინებთ, ეს თეატრიდან  იდიალური წასვლა იყო. ჩემი თავმოყვარეობა აბსოლუტურად არ შელახულა", - ამბობს რობერტ სტურუა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: