ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

კონსერვატორიაში ოთარ ტატიშვილის სიმფონიური მუსიკის საავტორო საღამო გაიმართება

კონსერვატორიაში ოთარ ტატიშვილის სიმფონიური მუსიკის საავტორო საღამო გაიმართება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია  9 დეკემბერს, 19:00 საათზე, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილს უმასპინძლებს.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც დირიჟორობას დავით მუქერია გაუწევს. საღამოზე შესრულებული იქნება კომპოზიტორის მიერ შექმნილი კლასიკური ჟანრის ნაწარმოებები. ღონისძიებაზე პიანისტი გურანდა გაბელაია შეასრულებს კომპოზიტორის საფორტეპიანო ციკლს "ეთნომანია" და საფორტეპიანო კონცერტს "დეჟავიუ". მევიოლინე მანანა დუგლაძე კი შეასრულებს კომპოზიტორის სავიოლინო კონცერტს. 

 

ღონისძიების დაწყებამდე კონსერვატორიის ფოიეში გამოიფინება კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. 

ოთარ ტატიშვილს წლების განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი  საერთაშორისო პრიზი. მისი შემოქმედების შეფასების საშუალება ჰქონდათ აშშ- ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, რუსეთსა და  სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში. ოთარ ტატიშვილი მრავალმხრივი შესაძლებლობების მუსიკოსადაა მიჩნეული. მას უკვე დასრულებული აქვს მეორე სიმფონია და საფორტეპიანო კვინტეტი. კომპოზიტორი წარმატებით მოღვაწეობს საკონცერტო და პედაგოგიური მიმართულებითაც.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: