ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რუისი-აგარის ავტომაგისტრალის მშენებლობა 70 მილიონი ჯდება

რუისი-აგარის ავტომაგისტრალის მშენებლობა 70 მილიონი ჯდება

რუისი-რიკოთის საავატომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპის - რუისი-აგარის ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. 

 

რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

 

პროექტი ითვალისწინებს 19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციას. მათ შორის, 11 კმ არსებული გზის  4 ზოლიან მაგისტრალად რეკონსტრუქციას და 8 კმ სიგრძის სრულიად ახალი, აგარის შემოვლითი ავტო-მაგისტრალის მშენებლობას. რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთი, რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია.

 

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, ჩინური კომპანია ”ჩაინა ნუკლეარ ინდუსტრი 23 კონსტრაქშენ კომპანი” ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნ ლარით ფინანსდება.  ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო  სტანდარტებს გაუთანაბრდება.

 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 5 სატრანსპორტო კვანძი, აშენდება ორი 184 მეტრიანი და 144 მეტრიანი სახიდე გადასასვლელები მდინარე ფრონეზე და მდინარე ფცაზე. იგეგმება  91 მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა. ასევე მოეწყობა: რკინა-ბეტონის საველე გასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელები (რომელთა მეშვეობითაც, მოსახლეობას გზის მეორე მხარეს განთავსებულ ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ექნება),  ხელოვნური ნაგებობები და დამონტაჟდება წყალგამტარი მილები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი.

 

პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩქაროსნული გზატკეცილის სხვა სეგმენტებზეც როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: