სიმონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

სიმონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

4 დეკემბერს,   თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, გამთენისას, "ჰონდას" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 1984 წელს დაბადებულმა შოთა გ-მ და 1966 წელს დაბადებულმა ირმა ფ-მ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

დეფორმირებული ავტომანქანიდან დაშავებულები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსა. ამჟამად, მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის (უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით აღიძრა. სამართალდამცველები ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: