ზვიად კორძაძე: ირაკლი ოქრუაშვილის საქმე კვლავ პოლიტიკურ ელფერს იძენს

ზვიად კორძაძე: ირაკლი ოქრუაშვილის საქმე კვლავ პოლიტიკურ ელფერს იძენს

საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმართა კანონპროექტის განხილვის პროცესში გაირკვა, რომ პოლიტპატიმართა სიაში ირაკლი ოქრუაშვილს აღარ შეიყვანენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ქართული პარტია" ზვიად კორძაძის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ აპირებდა და არ აპირებს აღნიშნული სიით სარგებლობას იმ მიზნით, რომ ამ გზით მოიხსნას სასჯელი, რომელიც მას შეფარდებული აქვს სასამრთლოს მიერ ან შეიძლება შეეფარდოს მომავალში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის დაბრუნდა საქართველოში, წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და სამართლებრივი გზით დაიწყო თავისი უდანაშაულობის მტკიცება. ამასთანავე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის გაურკვეველია ზემოთ აღნიშნული სიის ჩამოყალიბების კრიტერიუმები და ის გარემოება, თუ რატომ ცვლის საქართველოში ჩამოსვლა პირის პოლიტპატიმრის სტატუსს. კერძოდ, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ან სხვა პირები, რომლებიც პოლიტდევნილები არიან, არ ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეიძლება მოხვედრილიყვნენ ამ სიაში, ხოლო თუ დაბრუნდებოდნენ, სიაში ვერ მოხვდებოდნენ. ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, რადგან ჩათვალა, რომ მის საქმეს მოეხსნა პოლიტიკური სარჩული და მხოლოდ სამართლებრივი კუთხით მოუწევდა თავისი სიმართლის დამტკიცება. ბოლოს დღეებში სიასთან დაკავშირებული მოვლენები მას აფიქრებინებს, რომ საქმე კვლავ იძენს პოლიტიკურ ელფერს, რაც ცუდი და სახიფათო პრეცენდენტია", _ აცხადებს კორძაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: