პარლამენტში პოლიტპატიმრების შესახებ კანონტროექტის განხილვა დაიწყო
დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა შესახებ დადგენილების პროექტს უყრიან კენჭს.
პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა შესახებ დადგენილების პროექტზე პარლამენტის გადაწყვეტილებას უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ელოდებიან.
პარლამენტში იმყოფებიან იმ პირთა ოჯახის წევრებიც, რომლებსაც პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
წინასწარი ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პოლიტპატიმრად - 190, პოლიტდევნილად კი 25 პირი მიიჩნია.