კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 51-ე ადგილზეა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორუფციის აღქმის 2012 წლის ინდექსში საქართველო 52 ქულით 51-ე ადგილზეა.
გამოკითხვაში 176 ქვეყანა მონაწილეობდა. რეიტინგი მოქალაქეების გამოკითხვისა და რამდენიმე სხვა კვლევის საფუძველზე შედგა.
ქვეყნების 2/3-ს 50 ქულაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში კორუფციის მხრივ სერიოზული პრობლემები არსებობს. ქვეყნებში კი, რომლებმაც 50-დან 100 ქულამდე დააგროვეს, კორუფციის კუთხით კარგი მდგომარეობაა.
რეიტინგში 52 ქულით 51-ე ადგილზე მოხვდნენ საქართველო და სეიშელის კუნძულები. 53-ე და 54-ე ადგილებს ბაჰრეინი, თურქეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ინაწილებენ.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 28 ქულით 133-ე ადგილზე რუსეთია, 105-ე ადგილზე – სომხეთი 34 ქულით, 139 ადგილს –27 ქულით აზერბაიჯანი იკავებს.
კორუფციის მხრივ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ: დანიას, ფინეთს, ახალ ზელანდიას , შვედეთს, სინგაპურს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ნორვეგიას, კანადასა და ნიედრლანდებს. მათ შესაბამისად 90, 88, 87,86, 85 და 84 ქულები მიიღეს.
რეიტინგში ბოლო ადგილები დაიკავეს მიანმამ, ჩრდილოეთ კორეამ, სომალიმ და ავღანეთმა.