ხვალ ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი გაიმართება

ხვალ ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი გაიმართება

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ახმედ ჩატაევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.


ამის შესახებ ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.


ახმედ ჩატაევის საქმის განხილვა სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო.


პროკურატურა ახმედ ჩატაევს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 სისხლის სამართლის საქმეში შსს–ს 3 მოწმე ჰყავს, მესაზღვრეები გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყელამაძე, გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომელია.


ახმედ ჩატაევს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობს. მას დაკავების შემდეგ, მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოკვეთეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: