სასამართლომ დავით ბეგიაშვილი გაამართლა

სასამართლომ დავით ბეგიაშვილი გაამართლა

ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ბეგიაშვილის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბეგიაშვილის საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამოს, საქმის წარმოება შეწყდა.

"სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბეგიშვილის მიმართ ძებნა შეწყდა. ყადაღა მოეხსნა მის კუთვნილ ქონებასაც. ამდენად, დავით ბეგიაშვილს 2-3 დღეში შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება", - განაცხადა მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ  გადაეგზავნება საზღვრის დაცვის დეპარტმენტს.

შეგახსენეთ, რომ შვეიცარიაში დევნილობაში მყოფ ბიზნესმენს ბრალი სსკ-ის 180 მუხლის 2 და 3 ნაწილით ედებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: