ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის ლიდერებს მადლობას პირადად გადაუხდის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის დედაქალაქს ეწვევა. ის პირადად გადაუხდის მადლობას ჩეხეთის ლიდერებს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინისთვის სტატუსის გაზრის საკითხზე უარყოფითი პოზიციის გამოხატვის გამო. ნეთანიაჰუ დღეს უნდა შეხვდეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის საკითხზე რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 ქვეყანამ, მათ შორის - ჩეხეთმა, აშშ-მა, კანადამ და ისრაელმა. 138-მა ქვეყანამ (მათ შორის,საქართველომ) მხარი დაუჭირა რეზოლუციას. ჩეხეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, ვინც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
ჩეხეთის შემდეგ ნეთანიაჰუ გერმანიაში ჩავა, სადაც მას მოუწევს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიებად მოაზრებულ მიწებზე ახალი დასახლებების გეგმის განმარტება.