ლაგოდეხის გამგებლის თანამდებობისთვის 106 კანდიდატი იბრძვის

ლაგოდეხის გამგებლის თანამდებობისთვის 106 კანდიდატი იბრძვის

ლაგოდეხის გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 106 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.


ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "ჰერეთი" ავრცელებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საკონკურსო განაცხადების მიღება 7 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

ლაგოდეხში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ საკრებულოს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. საკრებულოს წევრებმა 26 ნოემბერს გამგებლის თხოვნა დააკმაყოფილეს და კონკურსი ამის შემდეგ გამოაცხადეს.

საკრებულოს აპარატის უფროსის, გიორგი მესხიშვილის ინფორმაციით, კომისიაში, რომელმაც გამგებელი უნდა აირჩიოს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შევლენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: