თორნიკე შარაშენიძე: არა მგონია, ისრაელმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიაროს

თორნიკე შარაშენიძე: არა მგონია, ისრაელმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიაროს

 ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პალესტინის საკითხის გამო საქართველო- ისრაელის ურთიერთობებში სერიოზულ ცვლილებებს არ ელის.


ამის შესახებ შარაშენიძემ დღეს გამარტულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ყველაფერი მაინცდამაინც კარგად არ იყო, რადგან ისრაელი, რაღაც მომენტში, საქართველოს იარაღს არ აწვდიდა.


"არა მგონია, რომ ისრაელმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩვენს ჯიბრზე სცნოს. ეს ისრაელის ინტერესებში არ შედის. თუმცა პალესტინასთან დაკავშირებით, სჯობდა საქართველოს თავი შეეკავებინა, რადგან ამით არაფერი დაშავდებოდა", - აცხადებს ექსპერტი.


"გარკვეული აზრი ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ვერ მოვისმინე. გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებაში კოორდინაცია არ არსებობდა. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ საქართველოს პოზიცია ორმხრივ ურთიერთობაში დიდ ტრაგედიას არ გამოიწვევს, რადგან  ისრაელი ძალიან პრაგმატული სახელმწიფიოა და ისე მოიქცევა, როგორც მას სჭირდება. არა მგონია, აქ სერიოზული ცვლილებები მოხდეს. ეს ორმხრივ ურთიერთობაში დიდ ტრაგედიას არ გამოიწვევს", - აღნიშნა შარაშენიძემ და დასძინა, რომ საქართველო ისრაელისადმი მეგობრულადაა განწყობილი. შესაბამისად, ექსპერტი ურთიერთობის გაფუჭებას არ ელოდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: