მოახერხებს თუ არა მაია ფანჯიკიძე ბრიუსელის დარწმუნებას?
ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას პირველად ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
ნატოს ასამბლეაზე მაია ფანჯიკიძის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქართული მხარე კარგად არის მომზადებული და აპირებს ნატოს ასამბლეა დაარწმუნოს, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, საქართველოს საგარეო კურსი ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებაში არ შეცვლილა.
ბრიუსელში შეხვედრა 2 დღე გაგრძელდება და შეხვედრას "ISAF" მისიის განხილვა დაასრულებს.