დედაქალაქის მერია თბილისელთა მხარდაჭერის პროგრამას შემცირებული ბიუჯეტით გააგრძელებს?!
2013 წელს, დედაქალაქი პირველად არ მიიღებს სპეციალურ ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამის გამო, თბილისის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 640 მლნ ლარი – წინა წლებთან შედარებით შემცირდება. მიუხედავად ამისა, თბილისის მერია შეძლებს საკუთარი რესურსების მობილიზებას და შემცირების ნაცვლად, თბილისელთა მხარდაჭერის პროგრამებს გააძლიერებს.
ამის შესახებ დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში წერია, რომელიც მალე საკრებულოს დასამკიცებლად გადაეგზავნება.
2013 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მიხედვით 600 000 თბილისელი მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათებით ისარგებლებს;
2013 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი თბილისის მერიამ დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისიწნებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ინტერესები და ძირითადი აქცენტი კეთდება სწორედ სოციალურ პროექტებზე.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განსაზღვრულია:
• სპეციალური, 100 ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი, სულ 350 000 ოჯახი ისარგებლებს;
• 250 ლარიან ვაუჩერს 45 000 სოციალურად დაუცევლი ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული;
• მომავალი წლიდან იმ დაწესებულებებში, რომელებსაც თბილისის მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. 2013 წლიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ: საბავშვო ბაღებში, სასწრაფო დახმარების სამსახურში, მუსიკალურ სკოლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, დასუფთავების სფეროსა და თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამანები.
• 100%-ით განახლდება სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწრაფო დახმარების ცენტრებს;
• საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 65%-ით იზრდება. მერიის თანადაფინანსების წილი საშუალოდ 10-20%-ით გაიზრდება;
• გზების რეაბილიტაცია გრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თბილისი ბიუჯეტში 69 მლნ. ლარია გათვალისწინებული;
• ქალაქის ყველა მუნიციპალიტეტში, თბილისელების მიერ ინიცირებული თითოეული ის პროექტი დაფინანსდება, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს;
• 600 000 თბილისელი მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებს;
უფრო დაწვრილებით კი, მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლების ბიუჯეტისაგან. 2013 წელს, დედაქალაქი პირველად არ მიიღებს სპეციალურ ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამის გამო, თბილისის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 640 მლნ ლარი – წინა წლებთან შედარებით შემცირდება. მიუხედავად ამისა, თბილისის მერია შეძლებს საკუთარი რესურსების მობილიზებას და შემცირების ნაცვლად, თბილისელთა მხარდაჭერის პროგრამებს გააძლიერებს. მომავალ წელს ახალი პროექტების განხორციელებაც დაიწყება.
2013 წლიდან 100 ლარიანი ვაუჩერით ყველა თბილისელი აბონენტი, სულ 350 000 ოჯახი ისარგებლებს, რაც თბილისელებს კომუნალური გადასახადების გადახდას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.
2013 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახები (70 000-მდე სარეიტინგო ქულა), 250 ლარიან დახმარებას მიიღებენ. აქედან 100 ლარს ისინი ხელზე აიღებენ და საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენებენ, ხოლო 150 ლარით – კომუნალურ გადასახადებს დაფარავენ. აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების სააბონენტო ნომერზე დაირიცხება და ელექტროენერგიის, წყლისა და საყოფაცხოვრებო ნარჩნების გადასახადი დაიფარება.
მომავალი წლიდან ყველა იმ დაწესებულებაში, რომელსაც თბილისის მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. 2013 წლიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ: საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ტექნიკური პერსონალი, სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმები, ექთნები და ტექნიკური პერსონალი, მუსიკალურ სკოლების მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე ავტობუსების მძღოლები, მეტროს მემანქანეები და საწარმოს ტექნიკური პერსონალი, დასუფთავების სფეროს მეეზოვეები და სხვა თანამშრომლები, მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანები.
100%-ით განახლდება სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწრაფო დახმარების ცენტრებს.
2013 წლიდან თბილისის მერია მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას განახორციელებს. მთელი თბილისის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებს სპეციალური ფონდები ექნებათ, რომლითაც თბილისელთა მიერ შემოთავაზებული და მათ მიერვე მოწონებული პროექტები დაფინანსდება. ნებისმიერ თბილისელს, ან თბილისელთა ჯგუფს შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტს საკუთარი იდეა შესთავაზოს და დაფინანსება მიიღოს.
2013 წლის ბიუჯეტით ამხანაგობათა ხელშეწყობის პროგრამა გაძლიერება, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია ავარიული სახლების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელება.
2012 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტის მიხედვით, თბილისის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები 8 000 000 ლარით იზრდება. აღნიშნული ზრდა და ასევე ბიუჯეტის შიდა რესურსების მობილიზება, თბილისის მერიას შესაძლებლობას აძლევს აღდგეს ის სოციალური შეღავათები, რომელთა დაფინანსება ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა. კერძოდ:
• მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების პროგრამა;
• სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კომუნალურ და საკომუნიკაციო გადასახადებზე დახმარების პროგრამა;
• სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების პროგრამა;
• სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოსახლეობის სერვისების მიწოდების (დახმარების) პროგრამა;