ირინა სარიშვილი: დაბნეული ახალი მთავრობის სიტყვიერი გარანტიები სანდო არ არის
"ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში იმის შემდეგ დაბრუნდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ის პოლიტპატიმართა სიაშია შეიყვანა, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად გუშინ ის სიიდან ამოიღეს", _ განაცხადა ირინა სარიშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში.
მისი განცხადებით, ბევრად აბსურდული მდგომარეობაა იგორ გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით, რადგან შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, მას ვერც ერთმა ხელისუფლებამ კონკრეტული ბრალდება ვერ წაუყენა. იგორ გიორგაძე, სტაჟიდან გამომდინარე, ნომერ პირველი პოლიტდევნილია.
"იგორ გიორგაძეს ჰქონდა იმის მიზეზი, რომ პოლიტდევნილთა სიაში შეყვანა მოეთხოვა, მაგრამ გამაოგნებელია ამ ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ის სიაში არ შეიყვანეს, ესენიც შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად მოიქცენ. მიუხედავად იმისა, რომ იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას მოითხოვს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია მისი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიების მოთხოვნა, რადგან დაბნეული ახალი მთავრობის სიტყვიერი გარანტიები ფიზიკურ უსაფრთხოებაზე სანდო არ არის. არეულ საქართველოში იგორ გიორგაძის დაბრუნება მიზანშეუწონლად მიმაჩნია", - აცხადებს ირინა სარიშვილი.
მისი შეფასებით, პოლიტპატიმარტა სია ძალიან სუსტია და ამ სუსტ სიასაც არ იღებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ეს მათი მორიგი უტიფრობაა, ისევე როგორც, იმის განცხადება, რომ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მხოლოდ სოციალური დაკვეთა ჰქონდა და არა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა.