ჩიორა თაქთაქიშვილი: ამ სიის მიღება სირცხვილი იქნება ამ მოწვევის პარლამენტისთვის

ჩიორა თაქთაქიშვილი: ამ სიის მიღება სირცხვილი იქნება ამ მოწვევის პარლამენტისთვის

ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმ პირთა სია დაამტკიცა, რომელსაც პოლიტდევნილის და პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა.


აღნიშნულ სიაში 190 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და 25 პოლიტდევნილია.


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სია პლენარულ სხდომაზე უკვე წარადგინა. კენჭისყრა რამდენიმე საათში დაიწყება.


ამ დროისთვის, ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს უმრავლესობის მხრიდან წარდგენილ სიას. მათი განცხადებით, ამ სიაში ძალიან ბევრი კრიმინალის გვარია შეტანილი, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებაში არიან ბრალდებულნი. 


"უმრავლესობის წევრები, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნული სიის ნოტარიულ დამოწმებას, პასუხისმგებლობას აიღებენ იმ ადამიანებზე, რომელბიც ამ სიაში არიან შეყვანილები. ამ სიაში არიან ჯაშუშობაში, შეიარაღებულ ამბოხებაში ბრალდებულები და ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები. ამ სიის დამტკიცება სირცხვილი იქნება ამ მოწვევის პარლამენტისთვის და მომავალი თაობისთვის", _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.


ამ ბრალდებების საპასუხოდ, ეკა ბესელია მოითხოვს საპარლამენტო უმცირესობისგან კონკრეტული სახელების და გვარების დასახელბას, ვისაც ეს ბრალდებები ეხება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: