შსს-მ ყაჩაღობის საქმე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები 1996 წ. დაბადებული იასე თ. 1997 წ. დაბადებული ბაჩუკი მ. და 1996 წ. დაბადებული გიორგი თ. არიან.
„2012 წლის 5 დეკემბერს, აღნიშნული პირები გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ციალა გ.-ს საცხოვრებელ სახლში ნიღბებით შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაზარალებულს 50 აშშ დოლარი და 70 ლარი წაართვეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის - ყაჩაღობის II ნაწილის „ბ" და III ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.