საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა, გამგებელი ადგილს ინარჩუნებს

საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა, გამგებელი ადგილს ინარჩუნებს

გასულ კვირას ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ლემონჯავამ გადადგომის თაობაზე განცხადება განცხადება დაწერა, რომელიც საკრებულომ გუშინ დააკმაყოფილა. საკრებულოს თავმჯდომარედ ბესო ესებუა აირჩიეს. სხვათაშორის ესებუა, წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. იგი მრავალგზის იყრიდა კენჭს საპარლამენტო არჩევნებშიც.


რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ შელიას, მართალია, მან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა, მაგრამ თანამდებობას ჯერჯერობით ინარჩუნებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: